როცა არხის (ან არხების) სხვა არხზე გადაწერა გჭირდება, Resampling - ი ძალიან გამოსადეგი ფუნქციაა. არ გიწევს რომელიმე არხთან მისვლა, Output - ების შეცვლა და ა.შ.
ახალ არხზე Audio Input - ში ირჩევ Resampling - ს, აწვები ჩაწერას და იწერს ყველაფერს რაც იმ დროს გესმის.
მაგრამ ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებ თუ Resampling - ს იმ დროსაც გამოიყენებ, როცა მასტერ არხზე ეფექტები გიდევს.
წარმოიდგინე, არხზე იწერ ინფორმაციას რომელმაც დაეფექტებული მასტერ არხი უკვე გაიარა და უკან შემობრუნდა. ანუ ამ ჩანაწერში იქნება უკვე ყველა ეფექტი რაც მასტერ არხზე იყო, და პრობლემა ისაა რომ ამავე პროექტში დაკვრის დროს, კიდევ ერთხელ გაივლის მასტერ არხში არსებულ ყველა ეფექტს.
ამიტომ თუ Resampling - ის გამოყენებას გადაწყვეტ, დარწმუნდი რომ მასტერ არხზე იმ დროს ეფექტები არ არის აქტიური, ან გამოიყენე არხიდან არხზე გადაწერის სხვა მეთოდები.