ხშირად დასმული კითხვები

რატომ არ დებ ვიდეოებს YouTube - ზე ?

პირველი მიზეზი ისაა რომ მეც და ჩემს გარშემო აბსოლუტურ უმრავლესობას ვიდეო ტუტორიალების ყურების დროს გვეძინება. მეორე მიზეზი კი ისაა რომ  YouTube ვიდეოებს სახელი აქვთ გატეხილი იმის გამო რომ ბევრი თვითნასწავლი, რომელმაც სხვა თვითნასწავლი 12 წლის ბავშვისგან ისწავლა, დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის მაყურებელს.

როგორი კომპიუტერი მჭირდება ?

ყველანაირი კონფიგურაციის კომპიუტერით შეგიძლია ებლტონში მუშაობა დაიწყო, მაგრამ თუ ოპტიმალურს ეძებ, კარგი იქნება მინიმუმ 8 GB ოპერატიული მეხსიერება (RAM) და რაც შეიძლება დიდი SSD (ვინჩესტერი). დანარჩენს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

მჭირდება თუ არა MIDI მოწყობილობა მუსიკის საწერად?

არა... პირიქით საწყის ეტაპზე შეიძლება დაგაბნიოს კიდეც. ერთადერთი MIDI მოწყობილობა რასაც პირველ ეტაპზე რეკომენდაციას გავუწევდი MIDI Keyboard - ებია.

რა ღირს მიქსინგ/მასტერინგი?

რადგან მიქსინგისას ბევრ დეტალს გააჩნია, ამიტომ სტანდარტული ფასი არ მაქვს განსაზღვრული, მასტერინგი 80 $ (Stem Mastering - ის შემთხვევაში ფასი იცვლება)

მჭირდება თუ არა VST Plugin - ები ხარისხიანი მუსიკის დასაწერად

არის რაღაცები რასაც უფრო სწრაფად გააკეთებ სხვადასხვა VST Plugin - ით ვიდრე ებლტონში ჩაშენებული ინსტრუმენტებით ან ეფექტებით, მაგრამ პირველ რიგში მაინც ებლტონში არსებული ინსტრუმენტების და ეფექტების საფუძვლიანად სწავლას გირჩევდი.