Frequency Splitter

სიხშირული დაყოფა

ამ მოწყობილობის საშუალებით, შეძლებ ეფექტების დადებას კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონზე.

მაგალითად თუ გინდა რომ Reverb ი მხოლოდ მაღალ სიხშირეებზე იდოს, უნდა აიღო Reverb ი და ჩააგდო High სექციაში.

რივერბის ჩაგდება

რა ჩაითვალოს მაღალ, შუა და დაბალ სიხშირეებად, აკონტროლებ მაკროებით.

სიხშირეების ცვლა

ყველაფერი რაც Freq Lo ში მარცხენა მხარეს მოექცევა, ჩაითვლება დაბალ სიხშირეებად. (თავიდან დაყენებულია 250 Hz - ზე)

ყველაფერი რაც Freq Hi ში მარჯვენა მხარეს მოექცევა, ჩაითვლება მაღალ სიხშირეებად (თავიდან დაყენებულია 2.05 kHz - ზე)

ხოლო შუა სიხშირეებად ჩაითვლება ყველაფერი რაც მათ შორის რჩება.

მაგალითად: თუ Freq Lo ში ჩაწერ 500 - ს და Freq Hi ში ჩაწერ 1000 - ს, დაბალ სიხშირეებად ჩაითვლება ყველაფერი რაც 500 ჰერცის ქვემოთ მოექცა, მაღალ სიხშირეებად ჩაითვლება 1000 დან 20000 ჰერცამდე დიაპაზონი, ხოლო შუა სიხშირეებად ჩაითვლება დიაპაზონი 500 დან 1000 ჰერცამდე. 

სიხშირეების ცვლა 2