მაგალითად თუ გინდა რომ Reverb ი მხოლოდ მაღალ სიხშირეებზე იდოს, უნდა აიღო Reverb ი და ჩააგდო High სექციაში.
რა ჩაითვალოს მაღალ, შუა და დაბალ სიხშირეებად, აკონტროლებ მაკროებით.
ყველაფერი რაც Freq Lo ში მარცხენა მხარეს მოექცევა, ჩაითვლება დაბალ სიხშირეებად. (თავიდან დაყენებულია 250 Hz - ზე)
ყველაფერი რაც Freq Hi ში მარჯვენა მხარეს მოექცევა, ჩაითვლება მაღალ სიხშირეებად (თავიდან დაყენებულია 2.05 kHz - ზე)
ხოლო შუა სიხშირეებად ჩაითვლება ყველაფერი რაც მათ შორის რჩება.
მაგალითად: თუ Freq Lo ში ჩაწერ 500 - ს და Freq Hi ში ჩაწერ 1000 - ს, დაბალ სიხშირეებად ჩაითვლება ყველაფერი რაც 500 ჰერცის ქვემოთ მოექცა, მაღალ სიხშირეებად ჩაითვლება 1000 დან 20000 ჰერცამდე დიაპაზონი, ხოლო შუა სიხშირეებად ჩაითვლება დიაპაზონი 500 დან 1000 ჰერცამდე.