Freeze

Freeze

თუ ებლტონს სასიკვდილოდ განწირულ კომპიუტერზე იყენებ, აუცილებლად გადააწყდებოდი პრობლემას, რომელიც ჩემში იგივე შეგრძნებას იწვევს, როგორსაც ვამპირებისთვის მზის დანახვა.

გულყრა

კლიკები, ჭედვა და ათასი საშინელება რაც ამ დროს გესმის, სურვილს გიჩენს რომ დაწყებული პროექტი წაშალო, ფეისბუქ/ინსტაგრამის სქროლვა გააგრძელო და სხვების ცხოვრების შემხედვარე დაიბოღმო. (სოციალური ქსელები ხომ მაგისთვისაა) 

Freeze - ის მთავარი მიზანი ამ პრობლემის მოგვარებაა, თუმცა კიდევ ბევრ კარგ საქმეში შეიძლება მისი გამოყენება. 

Freeze ფუნქციის გააქტიურებისას არხი „იყინება“, ჟღერს ზუსტად ისე როგორც მანამდე ჟღერდა, მაგრამ გაცილებით ნაკლებ რესურსს მოიხმარს.

დაფრიზვა

ამ დროს არხზე არსებული ინფორმაცია შეგიძლია გადაადგილო, მაგრამ თუ ჟღერადობის შეცვლა მოგინდა, Unfreeze - ამდე ვეღარ მოახერხებ.

კლიპის გადაადგილება
ტრეკის ანფრიზი

არხზე Freeze - ის გააქტიურებისას (არ აქვს მნიშვნელობა MIDI არხია თუ Audio) იქმნება ახალი sub folder - ი შენი პროექტის folder ში.

ფოლდერის ნახვა

სადაც თავსდება ყველა „ფრიზ" გაკეთებული არხის ფაილები. ანუ Freeze - ის შემდეგ რაც გესმის, არის ახალი აუდიო ფაილი, რომელშიც ყველა ის ინსტრუმენტი და ეფექტია ჩაწერილი, რაც მანამდე არხზე იდო. თუ გინდა დარწმუნდე რომ სიმართლეს გეუბნები, აიღე რომელიმე MIDI ინსტრუმენტი, Piano Roll - ში ჩაწერე ნოტები, „დაფრიზე“ და „დაფრიზული“ კლიპი ჩამოიტანე აუდიო არხზე.

ფაილის ჩამოტანა

ხედავ? მიდი ფაილიც უკვე აუდიოა რომელიც ზუსტად ისე ჟღერს როგორც „ფრიზამდე". ეს ძალიან კარგი ხერხია იმ დროს, როცა ახალი აუდიო ფაილის დაგენერირება გინდა. იმის მაგივრად რომ „დაარენდერო“ ან რეალურ დროში ჩაიწერო, უბრალოდ Freeze- ს აწვები და ახალი აუდიო ფაილი მზადაა.

Quick Tip: ჩამოტანისას თუ დააწვები alt - ს, ახალ ფაილს ქვემოთ ჩამოიტანს და ძველი თავის ადგილას დარჩება

ფაილის დაკოპირება

თუ იცი რომ „ფრიზის" შემდეგ ძველ ვარიანტზე დაბრუნება აღარ დაგჭირდება, შეგიძლია იგივე არხი გადააკეთო ახალ ვარიანტად და ფაილის ახალ არხზე ჩამოტანა აღარ იქნება საჭირო. ამ შემთხვევაში აწვები მარჯვენა ღილაკს და Flatten - ს. (ეს ფუნქცია არ ჩანს სანამ არხზე „ფრიზს" არ გააკეთებ)

flatten

გარდა იმ ორი კარგი თვისებისა რაც უკვე ვახსენე, (რესურსების დაზოგვა, ახალი აუდიო ფაილი სწრაფად) ფრიზის გამოყენება შეგიძლია იმ დროსაც, თუ პროექტს სხვას უგზავნი და არ ხარ დარწმუნებული რომ ის VST ინსტრუმენტები აქვს, რაც შენ პროექტში გაქვს გამოყენებული. ამ დროსაც შეგიძლია გააკეთო „ფრიზი". გაუგზავნი პროექტს, გახსნის, თუ ის ინსტრუმენტები აქვს დაყენებული რაც შენ, მაშინ უბრალოდ Unfreeze - ს გაუკეთებს არხს და გააგრძელებს მუშაობას. და თუ არ აქვს, მაშინ ზუსტად ისეთ ვარიანტს მოისმენს როგორიც შენ გაუგზავნე. 

და ბოლოს, თუ რაიმე მიზეზით ებლტონის ძველი ვერსია გაქვს (9 ან ქვემოთ) „ფრიზს" ვერ გამოიყენებ დასაიდჩეინებულ არხებზე, ვერც trigger - ზე. ამიტომ გადადი 10 ზე.