თუ გინდა მოსმენილი მუსიკის, სხვის მიერ წაღიღინებული მელოდიის ან თავში უეცრად მოსული მუსიკალური იდეის ნოტებად გადმოცემა და ებლტონში ჩაწერა შეძლო, უნდა ივარჯიშო.
იცოდით ხო ეს ისედაც…
კარგი, მაგრამ მე რასაც ახლა გთავაზობთ არის ამ ვარჯიშისთვის ჩემ მიერ შექმნილი და (ჩემი აზრით) უკომფორტულესი მოწყობილობა. ნელ-ნელა დაიწყე ჩასქროლვა და ვეცდები გზადაგზა აგიხნსა თუ როგორ უნდა გამოიყენო.
იწერ Nika Ear Trainer - ს და აგდებ ებლტონში MIDI არხზე
უნდა გამოაჩინო კლავიშები
უკეთესად დასანახად შეგიძლია გაადიდო
ებლტონს ეუბნები რომ ნოტების კლავიაუტით ან MIDI Keyboard - ით შეყვანა გინდა.
ხუჭავ თვალს, აწვები C3 - ს MIDI Keyboard ზე ან ასო A - ს კლავიატურაზე.
კლავიატურით დაკვრის შემთხვევაში, უნდა გქონდეს მონიშნუნლი დიაპაზონი C3 - დან D4 მდე.
ასოები Z და X ცვლის ამ დიაპაზონს ზემოთ ან ქვემოთ.
C3 - ზე ყოველი დაჭერისას გაიგონებ სხვადასხვა ნოტს, წაიღიღინებ, ეცდები გამოიცნო ნოტი, ახელ თვალს, უყურებ და ადარებ ემთხვევა თუ არა იმას რასაც ფიქრობდი.
თავიდან არჩეულია ყველაზე მარტივი ვარიანტი, C3 ზე დაჭერისას შემთხვევითობის პრინციპით უკრავს მხოლოდ თეთრ ნოტებს C3 დან C4 მდე დიაპაზონში.
თუ Difficulty - ს დააყენებ 2 ზე, მაშინ დაუკრავს მხოლოდ შავი ნოტები იმავე დიაპაზონში.
თუ Difficulty - ს დააყენებ 3 ზე, მაშინ უკვე დაუკრავს ნებისმიერი ნოტი ისევ C3 - დან C4 - მდე დიაპაზონში.
„Octaves“ - ის გაზრდის შემთხვევაში იზრდება დიაპაზონი მაგრამ იმის მიხედვით თუ რაზე აყენია „Difficulty“, წყვეტს მარტო თეთრი ნოტები დაუკრას, მარტო შავები თუ ნებისმიერი, ნებისმიერ ოქტავაზე.
ქვედა ოთხი „Macro" - ს გამოყენებით შეგიძლია შეცვალო პიანინოს ჟღერადობა.