რაც ებლტონი მახსოვს Impulse - ც მასთან ერთად მოდის, უძველესი და (ჩემი აზრით) უკარგესი დრამ სემპლერი Drum Rack - მა ჩაანაცვლა და დღესდღეობით ცოტას თუ უჩნდება სურვილი Impulse - ს გამოყენების.
რა თქმა უნდა Drum Rack - ს ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ხშირად არის შემთხვევა, როცა ინსტრუმენტების და ეფექტების უსასრულო შესაძლებლობებში იკარგები და არაფერიც აღარ გამოდის.
მაგალითად Drum Rack - ს 127 ცარიელი უჯრა აქვს სემპლებისთვის, (სინამდვილეში ამ 127 უჯრიდან თითოეულში იმდენი სემპლი შეგიძლია ჩააგდო, რამდენსაც შენი კომპიუტერის რესურსები გასწვდება, მაგრამ ეგ კიდევ სხვა თემაა) ანუ მინიმუმ 127 სხვადასხვა სემპლი შეგიძლია ჩააგდო და ერთდროულად დაუკრა.
Impulse - ს კი მხოლოდ 8 უჯრა აქვს.
თან თუ მოინდომებ რომ ამ 8 დან მხოლოდ ერთ სემპლს დაადო ეფექტი, ისე მარტივად არ გამოვა როგორც ებლტონის სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში გამოდის.
და მაშინ რაღა ჯანდაბად გინდა Impulse ?
გეტყვი, ჯერ ერთი ეს 8 უჯრა არ გაძლევს საშუალებას რომ ადგე და ყველა სემპლი რაც ოდნავ მაინც მოგეწონება Impulse ში ჩააგდო. ამიტომ უფრო ყურადღებით იწყებ მოსმენას და სემპლების არჩევას.
მეორე ის რომ ვერ ხედავ როგორი waveform ი აქვს სემპლს და ვერც იმას, თუ რას ცვლი რომელიმე ღილაკის დატრიალებით. ამიტომ ყურით იღებ გადაწყვეტილებას და არა ვიზუალით (რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება)
და მესამე ის რომ Impulse ს აქვს რამდენიმე ღილაკი რომელიც Drum Rack ში არ მოიძებნება და ერთი უუნიკალურესი ღილაკი რომელზეც გეტყვით ცოტა ხანში.