Auto Pan Sidechain

Auto Pan Sidechain

დავიწყოთ იქიდან თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეს საიდჩეინის გაეკთება Auto Pan - ით. (მე ამ მეთოდს კუსტარულ საიდჩეინს ვეძახი)

ჩვეულებრივი საიდჩეინისთვის (თუ რა თქმა უნდა კომპრესორით აკეთებ) გჭირდება კომპრესორი, არხი რომელიც იმ არხს დაჩაგრავს სადაც საიდჩეინ ეფექტის მიღება გინდა და მუდმივად „ფლეიზე“ დატოვებული პროექტი, რადგან დაპაუზების შემთხვევაში ეს ეფექტი იკარგება.

“კუსტარული საიდჩეინის” შემთხვევაში გჭირდება მხოლოდ auto pan ი… 

Ableton Browser Window

თუ კითხვა და სქროლვა გეზარება, შედეგი შეგიძლია ნახო აქვე:

auto pan საიდჩეინი შემდეგauto pain საიდჩეინამდე

Auto Pan - ის ძირითადი ფუნქცია, სტერეო არხში მარცხენა და მარჯვენა ინფორმაციის ამპლიტუდის ცვალებადობაა, რაც აუდიო ინფორმაციის ყურებს შორის მოძრაობის იმიტაციას ქმნის. 

Ableton meter

გაიგეთ რამე?

ვერა?

მაშინ მარტივად ვიტყვი… როგორ სიჩქარესაც (Rate) და სიმძლავრესაც (Amount) დააყენებ, იმ სიჩქარით და იმ სიმძლავრით დაიწყებს სიგნალი აწევა-ჩაწევას ყურებში.

rate change

თავიდან Phase დაყენებულია 180 º - ზე რაც ნიშნავს იმას რომ როცა ერთ ყურში ისმის, მეორე ყურში სიგნალი დაწეულია ბოლომდე. თუ Phase ს დააყენებ 360 º - ზე ან 0 º - ზე, მარცხენა და მარჯვენა ყურში ამპლიტუდის მოძრაობის სიჩქარე დაემთხვევა ერთმანეთს და მიიღებ უბრალოდ ხმის აწევ-დაწევას.

phase change

ამის შემდეგ საჭიროა სიჩქარის (Rate) ს გადართვა Hz დან Beat ზე, რომ Auto Pan - ი პროექტის ტემპთან იყოს დასინქრონებული.

hz to beat

შემდეგ Rate ს აყენებ 1/4 ზე.

Quick Tip: თუ Rate - ს დააკლიკავ, 9 - ს ჩაწერ და Enter - ს დააწვები, სიჩქარე პირდაპირ 1/4 ზე დაჯდება.

rate change

ირჩევ Saw Wave - ს და აწვები Normal - ს რომ ფორმა შეტრიალდეს. 

ფაზის შეტრიალება

შეგიძლია ცვალო Amount, Shape, Offset.

ემაუნთი