დავიწყოთ იქიდან თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეს საიდჩეინის გაეკთება Auto Pan - ით. (მე ამ მეთოდს კუსტარულ საიდჩეინს ვეძახი)
ჩვეულებრივი საიდჩეინისთვის (თუ რა თქმა უნდა კომპრესორით აკეთებ) გჭირდება კომპრესორი, არხი რომელიც იმ არხს დაჩაგრავს სადაც საიდჩეინ ეფექტის მიღება გინდა და მუდმივად „ფლეიზე“ დატოვებული პროექტი, რადგან დაპაუზების შემთხვევაში ეს ეფექტი იკარგება.
“კუსტარული საიდჩეინის” შემთხვევაში გჭირდება მხოლოდ auto pan ი…
თუ კითხვა და სქროლვა გეზარება, შედეგი შეგიძლია ნახო აქვე:
Auto Pan - ის ძირითადი ფუნქცია, სტერეო არხში მარცხენა და მარჯვენა ინფორმაციის ამპლიტუდის ცვალებადობაა, რაც აუდიო ინფორმაციის ყურებს შორის მოძრაობის იმიტაციას ქმნის.
გაიგეთ რამე?
ვერა?
მაშინ მარტივად ვიტყვი… როგორ სიჩქარესაც (Rate) და სიმძლავრესაც (Amount) დააყენებ, იმ სიჩქარით და იმ სიმძლავრით დაიწყებს სიგნალი აწევა-ჩაწევას ყურებში.