პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ აღნიშნული მეთოდი ჩემი მოგონილი არ არის, უბრალოდ ყველა სხვა სახელი რაც თავში მომივიდა ამაზე ბევრად გრძელი გამოდიოდა…
რატომ შეიძლება დაგჭირდეს Nika Dry/Wet - ი ?
არის ებლტონში ეფექტები რომელთაც Dry/Wet ღილაკი არ გააჩნიათ…
კარგი ჰო ! კარგი ! ერთია მხოლოდ ეგეთი, Redux - ი ჰქვია... მაგრამ შეიძლება გაკეთებული გაქვს Chain - ი, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე ეფექტი და მათი ერთობლიობის შერევა გჭირდება სიგნალთან, და თან არც Return Track - ის გამოყენება გინდა. აი ზუსტად ამ დროს (და კიდევ სხვა მილიონ შემთხვევაში) შეიძლება დაგჭირდეს Nika Dry/Wet - ი.
ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტი: ამ გაკვეთილში ღილაკების 90 % ში სიტყვა Chain - ი ურევია, ამიტომ არ დაიბნეთ.