ებლტონს აქვს რამდენიმე დამალული ფუნქცია, რომელიც Option.txt ფაილის საშუალებით შეიძლება გააქტიურდეს. ზოგიერთი მათგანი დამუშავების პროცესშია, ზოგიერთი მათგანი კი გამართულად მუშაობს. იმისთვის რომ ეს ფუნქციები ჩართო, Option.txt ფაილი უნდა შექმნა სპეციალურ ფოლდერში -
Windows - ის შემთხვევაში :
\Users\[შენი username]\AppData(ეს ფოლდერი დამალულია და უნდა გამოაჩინო)\Roaming\Ableton\Live x.x.x(ის ვერსია რომელსაც ახლა იყენებ)\Preferences\
MacOS - ის შემთხვევაში:
/Users/[შენი username]/Library(ეს ფოლდერი დამალულია და უნდა გამოაჩინო)/Preferences/Ableton/Live x.x.x(ის ვერსია რომელსაც ახლა იყენებ)/
იმისთვის რომ მაკზე Library გამოჩნდეს, აწვები Option - ს.
გამოყენების ინსტრუქცია მარტივია - თიშავ ებლტონს, აკოპირებ ბრძანებებს Options.txt ში, აწვები Save - ს და რთავ ებლტონს.
შეგიძლია ქვემოთ ჩამოთვილი ბრძანებებიდან აირჩიო ის, რომელიც მოგეწონება:
-ShowDeviceSlots
ებლტონს Session View - ში ემატება ახალი სექცია, სადაც გამოჩნდება ყველა ის ინსტრუმენტი და ეფექტი, რომელიც არხებზე დევს (ზოგიერთ შემთხვევაში ხარვეზებით მუშაობს)
-MaxFpsMac=30
თუ კომპიუტერს უჭირს ეფექტებით დატვირთულ პროექტთან გამკლავება, შეგიძლია შეამცირო fps (Frames Per Second) გამოსახულება შენელდება, მაგრამ კომპიუტერი შეძლებს ამოისუნთქოს. 30 - ი შეგიძლია შეამცირო 15 მდეც.
-EnableMapToSiblings=1
ამ ბრძანების გამოყენების შემთხვევაში ებლტონს ემატება ახალი ფუნქცია „Map To All Siblings“… თუ გაქვს Drum Rack - ში ბევრი სემპლი და გინდა რომ ყველა სემპლისთვის რომელიმე პარამეტრი მაკროზე მიაბა, შეგიძლია გამოიყენო ეს ბრძანება.
-AutoAdjustMacroMappingRange
პარამეტრის მაკროზე მიბმისას მაკროს „minimum“ - ი ავტომატურად ხდება ის, რაც მიბმამდე პარამეტრში იყო მითითებული. ჩვეულებრივ შემთხვევაში პარამეტრი მაკროზე მიბმისას ავტომატურად ხტება 0 - ზე და ხელით გიწევს „minimum“ - ის მითითება Map - იდან.
-NoVstStartupScan
ეს არის ბრძანება, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე გამოსადეგია ამ სიიდან. ებლტონი ყოველი ჩართვისას ახდენს VST ფოლდერების სკანირებას რაც პროგრამის ჩართვის ხანგრძლივობას საგრძნობლად ზრდის. ამ ტექსტის საშუალებით შეგიძლია აღნიშნული ფუნქცია გათიშო და ახალი VST - ების დაყენების შემთხვევაში Rescan - ი Preferences სექციიდან გააკეთო.
Option.txt ფაილის წაშლის შემთხვევაში ებლტონი დაუბრუნდება იმავე მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც Option.txt - ს შექმნამდე იყო. თუ მოინდომებ რომ დაკოპირებული ბრძანებებიდან რომელიმე გათიშო, შეგიძლია ტექსტს წინ მიუწერო /