მარტივი ენით და ყველანაირი ფილოსოფიის გარეშე „საიდჩეინი“ არის გზა, რისი საშუალებითაც ერთ სიგნალს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მეორეზე.
მოცემული მაგალითების უკეთ გასაგებად იხ.სურათი:
1. პირველ არხზე დევს სიგნალი რომელიც ზემოქმედებს მეორეზე.
2. მეორე არხზე დევს სიგნალი რომელზეც ზემოქმედებს საიდჩეინით შემოსული სიგნალი პირველი არხიდან.
3. შედეგი.
“საიდჩეინის” რამდენიმე გზა არსებობს ებლტონში:
1. საიდჩეინი კომპრესორით (Compressor)
2. საიდჩეინი გეითით (Gate)
3. საიდჩეინი აუტო ფილტერით (Auto Filter)
4. საიდჩეინი მულტიბენდ დაინამიქსით (Multiband Dynamics)
კომპრესორით საიდჩეინის დროს, როცა ერთი სიგნალი (ე.წ.Trigger - ი) ჟღერს, მასთან კომპრესორით დაკავშირებული მეორე სიგნალის ხმის სიმძლავრე იწევს ქვემოთ. ამ შემთხვევაში „ტრიგერის“ როლს ასრულებს „kick“, ამიტომ როცა kick - ი ისმის, ამ დროს მეორე არხის სიმძლავრე იწევს ქვემოთ და მხოლოდ მაშინ უბრუნდება პირვანდელ ნიშნულს, როცა kick ის სიმძლავრე კლებულობს.
ამ შემთხვევაში როცა ერთი სიგნალი ჟღერს, მხოლოდ მაშინ ისმის მეორეც.
ამ შემთხვევაში საიდჩეინის მეშვეობით დაკავშირებული სიგნალის ამპლიტუდა ამოძრავებს ფილტრის frequency - ს. რის შედეგადაც მეორე სიგნალზე ვიღებთ ფილტრის frequency ის ავტომაციის მსგავს ეფექტს. ეს ყველაფერი არ გამოჩნდება ვიზუალურად, მაგრამ რომ გამოჩენილიყო მივიღებდით დაახლოებით ასეთ სურათს:
ამ ყველაფრის გასაკეთებლად საჭიროა სტანდარტული პროცედურა საიდჩეინის გასააქტიურებლად და Envelope ღილაკის მარცხნივ ან მარჯვნივ გადატრიალება. ამ ღილაკის მეშვეობით ხვდება ფილტრი, მარჯვნივ წავიდეს თუ მარცხნივ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ვიზალურად Frequency ს მოძრაობა არ გამოჩნდება მაგრამ თუ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც აქ არის მითითებული, ფილტრის Frequency დაემორჩილება საიდჩეინიდან შემოსულ სიგნალს:
ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი საიდჩეინ კომპრესიისგან განსხვავებით, შემოსულმა სიგნალმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მხოლოდ ერთ სიხშირულ ჯგუფზე. მაგალითად თუ გინდა რომ შემოსულმა სიგნალმა მხოლოდ 120 ჰერციდან 2.50 კილოჰერცამდე დიაპაზონში იმუშაოს, ეს არის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა ებლტონში...