Sidechain

Picture Of A UAD Compressor

მარტივი ენით და ყველანაირი ფილოსოფიის გარეშე „საიდჩეინი“ არის გზა, რისი საშუალებითაც ერთ სიგნალს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მეორეზე.

მოცემული მაგალითების უკეთ გასაგებად იხ.სურათი:

Explanation

1. პირველ არხზე დევს სიგნალი რომელიც ზემოქმედებს მეორეზე.
2. მეორე არხზე დევს სიგნალი რომელზეც ზემოქმედებს საიდჩეინით შემოსული სიგნალი პირველი არხიდან.
3. შედეგი.

საიდჩეინი კომპრესორით

Ableton Compressor SIdechain ON

კომპრესორით საიდჩეინის დროს, როცა ერთი სიგნალი (ე.წ.Trigger - ი) ჟღერს, მასთან კომპრესორით დაკავშირებული მეორე სიგნალის ხმის სიმძლავრე იწევს ქვემოთ. ამ შემთხვევაში „ტრიგერის“ როლს ასრულებს „kick“, ამიტომ როცა kick - ი ისმის, ამ დროს მეორე არხის სიმძლავრე იწევს ქვემოთ და მხოლოდ მაშინ უბრუნდება პირვანდელ ნიშნულს, როცა kick ის სიმძლავრე კლებულობს.

საიდჩეინამდე

Before Sidechain

საიდჩეინის შემდეგ

After Sidechain

საიდჩეინი გეითით

საიდჩეინი გეითით ჩართვა

ამ შემთხვევაში როცა ერთი სიგნალი ჟღერს, მხოლოდ მაშინ ისმის მეორეც.

საიდჩეინამდე

Before Gate Sidechain

საიდჩეინის შემდეგ

After Gate Sidechain

საიდჩეინი Auto Filter - ით

Auto Filter Sidechain ON

ამ შემთხვევაში საიდჩეინის მეშვეობით დაკავშირებული სიგნალის ამპლიტუდა ამოძრავებს ფილტრის frequency - ს. რის შედეგადაც მეორე სიგნალზე ვიღებთ ფილტრის frequency ის ავტომაციის მსგავს ეფექტს. ეს ყველაფერი არ გამოჩნდება ვიზუალურად, მაგრამ რომ გამოჩენილიყო მივიღებდით დაახლოებით ასეთ სურათს:

Auto Filter Envelope Follower Demo

ამ ყველაფრის გასაკეთებლად საჭიროა სტანდარტული პროცედურა საიდჩეინის გასააქტიურებლად და Envelope ღილაკის მარცხნივ ან მარჯვნივ გადატრიალება. ამ ღილაკის მეშვეობით ხვდება ფილტრი, მარჯვნივ წავიდეს თუ მარცხნივ.  

აუტო ფილტერი საიდჩეინის ჩართვა

კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ვიზალურად Frequency ს მოძრაობა არ გამოჩნდება მაგრამ თუ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც აქ არის მითითებული, ფილტრის Frequency დაემორჩილება საიდჩეინიდან შემოსულ სიგნალს:

საიდჩეინამდე

Before Auto Filter Sidechain

საიდჩეინის შემდეგ

After Auto Filter Sidechain

საიდჩეინი Multiband Dynamics - ით

Auto Filter Sidechain ON

ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი საიდჩეინ კომპრესიისგან განსხვავებით, შემოსულმა სიგნალმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მხოლოდ ერთ სიხშირულ ჯგუფზე. მაგალითად თუ გინდა რომ შემოსულმა სიგნალმა მხოლოდ 120 ჰერციდან  2.50 კილოჰერცამდე დიაპაზონში იმუშაოს, ეს არის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა ებლტონში...

საიდჩეინამდე

Before Auto Filter Sidechain

საიდჩეინის შემდეგ

After Auto Filter Sidechain