თუ სტუდიაში მუშაობ ან ხშირად უკრავ „ივენთებზე“, მაშინ აუცილებლად იგრძნობდი უეცრად მოვარდნილ სევდას, რასაც ერთმანეთში გადახლართული კაბელების დანახვა იწვევს. იმედია ოცნება უკაბელო ნათელ მომავალზე, მალე რეალობად იქცევა და კაბელების გასუფთავება, სწორად დახვევა და ლამაზად დალაგება წარსულს ჩაბარდება. ამაზე აქტიურად მუშაობს აუდიო სამყარო და ერთ-ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ საქმეში Ableton Link - ია, რომელიც მუსიკოსებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა მუსიკალური აპლიკაცია და პროგრამა ერთმანეთთან დაასინქრონოს.
მაგალითად ადრე (ადრეს ვამბობ თორემ 2016 წლამდე მასე იყო) თუ ორი ებლტონის ერთმანეთთან დასინქრონებას მოინდომებდი, დაგჭირდებოდა კაბელი, მოწყობილობა კარგი MIDI Clock - ით, ორ სხვადასხვა კომპიუტერში დაყენებული ებლტონის პარამეტრებში დაუსრულებელი ბოდიალი და შამანი, რომელიც თავისი შელოცვით თუ ვერაფერს გიშველიდა, გაგართობდა მაინც.
Windows - ის მომხმარებლმებმა გაითავალისწინეთ რომ Link - ი მუშაობს მხოლოდ ASIO - ზე, ამიტომ Audio Output Device - ში თუ MME/DirectX - ია მითითებული, Link - ი არ გამოჩნდება.