Live Vocal FX

რისემპლინგი

ხშირად, განსაკუთრებით ლაივების დროს ვოკალისტს სჭირდება ეფექტი, რომელშიც მხოლოდ ის მონაკვეთი გაივლის, რომელსაც ის მოინდომებს. მაგალითად Delay, რომელიც სჭირდება რომ სიმღერისას მხოლოდ ერთ სიტყვას დაედოს. Delay - ს სტანდარტული გზით გამოყენების შემთხვევაში ძალიან მტანჯველი და არასასიამოვნო გზის გავლა მოგიწევთ მსგავსი ეფექტის მისაღებად, ამიტომ ვფიქრობ გზა, რომელსაც ახლა გაჩვენებთ ბევრს გაუმარტივებს ცხოვრებას.

პირველ რიგში ვიღებთ Delay - ს

აუდიო არხის შექმნა

Delay - ს Dry/Wet - ს აუცილებლად ვაყენებთ 100 % - ზე. დანარჩენ პარამეტრებს კი გემოვნებით

livevoxfx2

შემდეგ ვიღებთ Gate - ს და ვდებთ Delay - ს წინ

livevoxfx3
livevoxfx4

დავუწევთ Floor - ს და Return - ს ბოლომდე, Threshold - ს ვაყენებთ მაქსიმუმზე

livevoxfx5

თუ ყველაფერი სწორად გააკეთე ამ არხიდან გამომავალი სიგნალი ვერ უნდა გაიგო. იმიტომ რომ Gate არ გამოუშვებს არაფერს, რისი სიმძლავრეც +6 dBFS - ზე ნაკლებია.

ვნიშნავთ Gate - ს და Delay - ს, და ვაჯგუფებთ Audio Effect Rack - ში

livevoxfx6

ვაწვებით Show/Hide Chain List - ს და ვქმნით ახალ Chain - ს

livevoxfx7

ახლად შექმნილი Chain - ს ვარქმევთ Dry - ს, რადგან სიგნალი რომელიც მასში გაივლის შეინარჩუნებს პირვანდელ ჟღერადობას

livevoxfx8

იმ Chain - ს რომელზეც გვაქვს Gate და Delay, ვარქმევთ Wet - ს

livevoxfx8

მასში სიგნალი გაივლის და დაეფექტებულ სიგნალს გავიგებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Gate - ს გავთიშავთ. 

livevoxfx8

იმისთვის რომ Gate - ის ჩართვა/გამორთვა უფრო მარტივი გახდეს, შეგვიძლია მივაბათ „შორთქათი“ ან გავაკეთოთ MIDI Map - ი, MIDI მოწყობილობაზე

livevoxfx8

რა თქმა უნდა Delay შეგიძლია ჩაანაცვლო ნებისმიერი სხვა ეფექტით, მაგალითად Reverb - ით.

ამ მოწყობილობის უდიდესი უპირატესობაა ისაა, რომ Gate - ის გათიშვის შემდეგ, Delay - ში შესულ სიგნალს არ ექნება წყვეტა როცა Gate - ს ისევ გავააქტიურებთ. ამიტომ თამამად შეგვიძლია კონკრეტულ დროს რამდენიმე წამით გავთიშოთ Gate, ვაცადოთ სიგნალს რომ გაიაროს Wet Chain - ი და ისევ ჩავრთოთ Gate. ახალი სიგნალი მასში აღარ გაივლის, ძველი კი დამთავრდება წყნარად, გლუვად და მშვიდად.