Kick Sampling

რისემპლინგი

Kick - ი ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. კარგი Kick - ის სხვადასხვა Soundpack - ებში ძებნა კი ყველაზე დამღლელი, ნერვების მომშლელი და რთული პროცესია. ამიტომ არტისტების ერთი ნაწილს ურჩევნია ძებნის მაგივრად თვითონვე შექმნას სასურველი ჟღერადობის Kick - ი ნულიდან. არტისტების მეორე ნაწილს Soundpack - ებიდან ამორჩეული რამდენიმე Kick - იდან სხვადასხვა მომენტის ამოჭრა და ერთმანეთზე დადება ჰგონია ყველაზე კარგი გამოსავალი, ყველაზე ზარმაც ნაწილს კი (ჩემი ჩათვლით) მიგვაჩნია რომ სემპლინგშია ხსნა. 

სემპლინგი არის (საკუთარი ან სხვისი) აუდიო ჩანაწერიდან რომელიმე ნაწილის ამოჭრა და ისე გამოყენება როგოც შენ მიგაჩნია სწორად. 

გაფრთხილება: აქ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, როცა ისეთ მომენტს ჭრი ჩანაწერიდან ნებართვის გარეშე, რომელსაც ეტყობა საიდან არის ამოღებული, შეიძლება სამომავლოდ დიდი პრობლემები შეგიქმნას, ამ თემის ირგვლივ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გაუგებრობაა, ვერ გაურკვევიათ რისი გამოყენება შეიძლება და რისი არა. ამიტომ სანამ გადაწყვეტ რომელიმე არტისტის ნამუშევარი გამოიყენო, ჯობია ან ნებართვა ითხოვო, ან ამოჭრის შემდეგ ისე დაამუშავო რომ პატრონმაც ვეღარ იცნოს literally.

ახლა რაც შეეხება Kick - ის ამოღებას ტრეკიდან, ამაში არ ვგულისხმობ ისეთი ადგილის პოვნას მუსიკაში სადაც მხოლოდ Kick - ია და მის ამოჭრას, ესეთი მომენტი შეიძლება კონკრეტულ ტრეკში საერთოდ არ შეგხვდეს. იმას რასაც ახლა გაჩვენებთ იმუშავებს ნებისმიერი სირთულის ტრეკზე (ყოველშემთხვევაში მე არ შემხვედრია ტრეკი, რომელზეც ეს გზა არ ამართლებს) თან ისე, რომ ნებისმიერი ხმა რომელიც Kick - თან ერთად ჟღერს უბრალოდ გაქრება და დაგრჩება სუფთა (ან მაქსიმალურად მიახლოებული სუფთასთან) Kick - ი.

იღებ ტრეკს საიდანაც Kick - ის ამოჭრას აპირებ

აუდიო არხის შექმნა

ირჩევ იმ ადგილს სადაც Kick - ი მთელი დატვირთვით ჟღერს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ Kick - თან ერთად მჟღერ სხვა ხმებს შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო, მთავარია ის მომენტი აირჩიო საიდანაც თვლი რომ Kick - ის ამოჭრა ყველაზე გამართლებულია.

ნიშნავ მონაკვეთს, ჭრი და ყველაფერი დანარჩენი შეგიძლია წაშალო

აუდიო არხის შექმნა

აკოპირებ არხს და დაკოპირებულზე იწყებ მუშაობას. წინა არხი შეგიძლია გააჩუმო

აუდიო არხის შექმნა

იღებ EQ Three - ს და აგდებ დაკოპირებულ არხზე და თიშავ Mid - ს და High - ს

აუდიო არხის შექმნა

იწყებ FreqLow - ს ტრიალს და ყურით ცდილობ გაიგო სად მთავრდება არჩეული Kick - ის დაბალი სიხშირეები

აუდიო არხის შექმნა

როცა დარწმუნდები რომ მიზანს მიაღწიე, შეგიძლია დააკოპირო არსებული არხი ორჯერ

აუდიო არხის შექმნა

ახლად დაკოპირებული არხებიდან პირველში შედიხარ, EQ Three - ში თიშავ Low - ს და რთავ Mid - ს

აუდიო არხის შექმნა

ახლად დაკოპირებული არხებიდან მეორეში შედიხარ, EQ Three - ში თიშავ Low - ს და რთავ High - ს

აუდიო არხის შექმნა

ნიშნავ ბოლო სამ არხს და აკეთებ Freeze/Flatten - ს

აუდიო არხის შექმნა

ახლა ვიზუალურად დაინახავ სამ სიხშირულ ნაწილს რისგანაც Kick - ი შედგება. თითოეულ არხზე შეგიძლია დააწვე Solo - ს, მოისმინო და წაშალო ის მონაკვეთი რომელიც კონკრეტულ ტრეკზე Kick - ისთვის არ არის საჭირო. რა თქმა უნდა უნდა შეგიძლია გამოიყენო Fade - იც.

აუდიო არხის შექმნა

შეგიძლია შეადარო გავს თუ არა იმ Kick - ს ჟღერადობით, რითიც დაიწყე

აუდიო არხის შექმნა

თუ მიღებულ შედეგით კმაყოფილი ხარ, წერ ახალ არხზე (ResamplingRouting & I/O)

აუდიო არხის შექმნა

თუ არ ხარ, ესეიგი EQ Three - ის პარამეტრების გასწორებას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმო. გაითვალისწინე რომ ამ პროცესში FreqHi - ის სწორად დაყენებაც მნიშვნელოვანია.

აუდიო არხის შექმნა