Fader Automation

ფეიდერის ავტომაცია

დავიწყოთ ძალიან მოკლე შესავლით იმის შესახებ თუ რა არის ავტომაცია.

ავტომაცია არის გზა რისი საშუალებითაც ებლტონს ეუბნები თუ რა მომენტში ამოძრავდეს რომელიმე პარამეტრი შენგან დამოუკიდებლად.

არ გიწევს ტრეკში კონკრეტული მომენტის ლოდინი რომ უცებ პარამეტრს მივარდე და დაატრიალო...

ირჩევ პარამეტრს

პარამეტრის არჩევა

ირჩევ მონაკვეთს

მონაკვეთის არჩევა

ირჩევ მოძრაობის ტრაექტორიას

მოძრაობის ტრაექტორიის არჩევა

აწვები Play - ს

ფლეიზე დაჭერა

ასე ხდება ავტომაცია ნებისმიერი პარამეტრისთვის ებლტონში. ახლა რაც შეეხება პრობლემას, როცა გინდა რომ არხიდან გამოსული სიგნალის სიმძლავრე ნელ-ნელა გაიზარდოს ან პირიქით შემცირდეს, ძალიან ლოგიკურია რომ მიხვიდე Fader - თან, ანუ პარამეტრთან, რომელიც ხმის სიმძლავრის მარეგულირებელია და მისი ავტომაცია გააკეთო. ლოგიკური არის, და მიიღებ კიდეც შედეგს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თუ შემდეგ აღმოჩნდა ეს არხი მიქსში ხმამაღალი ან ხმადაბალი, მოგიწევს ისევ Fader - თან მისვლა და მისი აწევა/ჩაწევა, რაც ავტომაციის დროებით გაუქმებას იწვევს.

პარამეტრის შეცვლა

ყოველთვის როცა ავტომაციაგაკეთებულ პარამეტრს ეხები, ავტომაცია აღნიშნულ პარამეტრზე დროებით უქმდება და ებლტონი ამას მიგანიშნებს ამ ღილაკით:

ავტომაციის ანთება

თუ დაკლიკავ ისარზე, ავტომაცია ისევ გააქტიურდება, სამაგიეროდ პარამეტრი დაკარგავს იმ მდგომარეობას რაც გაუქმებული ავტომაციის ისევ ჩართვამდე მიაღებინე.

ისარზე კლიკი

გამოდის რომ თუ Fader - ზე ავტომაციაგაკეთებული არხის სიმძლავრის შეცვლა მოგინდა და თან ავტომაციის გაუქმებაც არ გინდა, უნდა მონიშნო მთელი ეს სიგრძე და ავტომაციის ხაზი დაწიო.

ავტომაციის მონიშვნა და დაწევა

რაც ისეთი არაკომფორტულია, რომ შეიძლება პროექტი საერთოდ დახურო და წაშალო.

იმისთვის რომ მსგავს პრობლემას არასდროს გადაეყარო, პირველ რიგში გჭირდება რომელიმე აუდიო ეფექტი რომელსაც ხმის სიმძლავრის რეგულატორი აქვს. მე Utility - ს გირჩევთ. 

Ableton Compressor Eq Sidachain Listen On

არხზე Utility - ს დებ ბოლო ეფექტად და Gain - ს უკეთებ ავტომაციას.

Ableton Compressor Eq Sidachain Listen On
Ableton Compressor Eq Sidachain Listen On

ასეთ შემთხვევაში ხმის სიმძლავრე იმოძრავებს ისე როგორც შენ გინდა და თან Fader - იც რჩება თავისუფალი. და თუ აღმოჩნდება რომ აღნიშნული არხი არ ზის ბალანსში, შეძლებ Fader - ის აწევ-დაწევას ისე, რომ ავტომაცია არ გაუქმდეს.

Faderautomation12Faderautomation13