OTT

OTT

ვისაც Dubstep - ის, Drum 'n' Bass - ის ან Hardstyle - ის კეთება უცდია, აუცილებლად გადააწყდებოდა აუდიო ეფექტს, რომელსაც OTT - ის სახელით იცნობენ.

OTT VST

OTT - Over The Top - ის შემოკლებულ ვერსიად განიხილავენ, თუმცა ჩემი აზრით OTT - ის სახელი ყურის ანთება (Otitis) - იდან მოდის, რატომღაც ძალიან მინდა რომ ასე იყოს.

ზემოთ ჩამოთვლილ ჟანრებში მომუშავე ხალხი იყენებს ამ ეფექტს იმიტომ, რომ ჟღერადობა უფრო გამოკვეთილი, სუფთა და მიქსში მარტივად ჩასასმელი გამოდის. უმეტესად იყენებენ დრამ პარტიებზე და ბასზე.

OTT - ი უფასოა და ბევრი რომ არ გაწვალოთ შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან:

მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ებლტონში უკვე არსებობს ეს ეფექტი, და სინამდვილეში ის რაზეც ზემოთ ვლაპარაკობდი არის იგივე სახელის მქონე, Multiband Dynamics - ის ერთ-ერთი Preset - ი. 

OTT ს არჩევა

VST Plugin - ი OTT, რომლის გადმოსაწერი ლინკიც ზემოთ დავდე, არის ზუსტად იგივე ოღონდ VST ვარიანტად გადაკეთებული, რომ სხვა პროგრამის მომხმარებლებსაც შესძლებოდათ ამ ეფექტის გამოყენება. ამიტომ ებლტონის მომხმარებლებმა შეგიძლიათ არაფერიც არ გადმოწეროთ.

ეფექტს რაც შეეხება ძალიან ჩახლართული, ჟღერადობის მარტივად გამფუჭებელი და ყურების მტკენი მოწყობილობაა, ამიტომ მისი ძალიან ფრთხილად გამოყენებაა საჭირო.

მხოლოდ ძირითადი პარამეტრების ავხსნი.

მასეთი არის სულ სამი: Output, Time, Amount.

მულტიბენდ დაინამიქსი

Output - ით შეგიძლია ხმის სიმძლავრე მიიყვანო იმ დონემდე, რა დონეზეც ეფექტის ჩართვამდე იყო.

Time - ის გადატრიალებით მარჯვნივ, იღებ შენელებულ Attack - ს, შესაბამისად გამოკვეთილ Transient - ებს. თუ Transient - ი არ იცი რა არის, გადაატრიალე Time მარჯვნივ და დააკვირდი ხმა როგორი წვეტიანი გახდება…

Time - ის გადატრიალებით მარცხნივ, მიიღებ გადაზელილ და გადაკომპრესირებულ ხმას.

Amount - ით აკონტროლებ რამდენად შეურიო OTT - ით მიღებული ჟღერადობა სუფთა სიგნალს.

OTT - ის შემთხვევაში ეს სამი პარამეტრია ყველაზე მნიშვნელოვანი თორემ ასევე გაქვს შესაძლებლობა აირჩიო რამდენად დაიჭყლიტოს ან ზემოთ ამოვიდეს სიგნალი თუ ზღვარს ასცდება ან ჩასცდება, რა ჩაითვალოს დაბალ, შუა და მაღალ სიხშირეებად და ა.შ. ეს ყველაფერი Multiband Dynamics - ს რომ გავივლით მერე...