თუ გინდა ყოველი ახალი არხის შექმნისას შენ მიერ არჩეული ეფექტები და ინსტრუმენტები არხზე დაგხვდეს, გჭირდება სულ რამდენიმე კლიკი.
იღებ ახალ არხს (არ აქვს მნიშვნელობა MIDI იქნება თუ Audio)
ირჩევ ეფექტს და აგდებ არხზე
მიდიხარ არხთან, აწვები მარჯვენა ღილაკს, პოულობ Save as Default Audio Tack - ს (თუ MIDI არხია Save as Default MIDI Track) და ირჩევ.
ამის შემდეგ ნებისმიერ პროექტში აუდიო/მიდი არხის შექმნისას დაგხვდება ყველა ის ეფექტი რაც Save as Default Audio/MIDI Tack - ზე დაჭერისას აირჩიე.
ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინო რომ შენახვის მომენტში ნებისმიერი პარამეტრის ცვლივლება იქნება დამახსოვრებული. ამიტომ სანამ ამ ფუნქციას გამოიყენებ დარწმუნდი რომ Panorama, Fader - ი და ა.შ იმ დონეზე დგას, როგორ მდგომარეობაში გახსნასაც სხვა პროექტებშიც მოისურვებდი.
თუ მიხვდი რომ შეგეშალა, შეგიძლია წაშალო ყველაფერი, დააბრუნო არხი პირვანდელ მდომარეობაში და ისევ შეინახო.