როცა უკრავ ლაივს, და გინდა შენ მიერ MIDI მოწყობილობაზე დაკრული რამდენიმე ინსტრუმენტმა ერთდროულად გამოსცეს, გაქვს რამდენიმე გზა. ამ რამდენიმედან ორია რომელსაც რეკომენდაციას გავუწევდი, ამ ორიდან ერთს კი ახლა გაჩვენებ.
იღებ ცარიელ MIDI არხს იმ პროექტში, სადაც ინსტრუმენტები უკვე არჩეული გაქვს.
არქმევ სახელს
თუ არ ჩანს აუცილებლად რთავ I-O სექციას
ნიშნავ ყველა ინსტრუმენტს, რომელმაც გინდა რომ ერთდროულად დაუკრას
და MIDI From - ში უთითებ იმ ცარიელი MIDI არხის სახელს, რომელიც წეღან აიღე.
ამის შემდეგ ყველა არხი გადაგყავს Auto - დან In - ზე.
და ცარიელ MIDI არხში რთავ „Arm Recording“ - ს.
ამის შემდეგ ყველაფერს, რასაც კომპიუტერის კლავიატურით ან MIDI მოწყობილობით დაუკრავ, ყველა ინსტრუმენტს ერთდროულად ააჟღერებს.