LFO

ლფო

ზედმეტი ფილოსოფიური მიდებ-მოდებების გარეშე (მასეთ ახსნილს ვიკიპედიაზეც ნახავ) შევეცდები ავხსნა რა არის და რას აკეთებს LFO (Low-frequency oscillation).

წარმოიდგინე დიიიდი მორევი.

ახლა წარმოდგინე რომ თავით გადაეშვი ამ მორევში. (თუ მარტო გეზარება წარმოიდგინე რომ 50 კაცთან ერთად ხტები)

LFO gif

შენც და კიდევ იმ 50 კაცსაც ისე დაგაბზრიალებთ და იმდენ ხანს გაბზრიალებთ ეს მორევი, სანამ იმ ძალას რომელიც ხალხის ნაწილს მიაჩნია რომ აქაურობას განაგებს, არ მობეზრდება და არ გამორთავს.

ფილოსოფიური მიდებ-მოდებების გარეშე თქო და რაები ვილაპარაკე…

კარგი, რადგან დავიწყე, ამ მაგალითს გავყვები. მორევი, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია, არის LFO. და შენ და ის 50 კაცი ხართ ებლტონის სხვადასხვა პარამეტრები, რომლებიც შეგიძლია LFO - ში ჩაყარო და იმ სიმძლავრით და იმ სიჩქარით დაიწყება ამ პარამეტრების მოძრაობა, რა სიმძლავრისაც ის მორევი იქნება, რომლითაც უკვე ტვინი წავიღე…

აუტო ფილტერის მოძრაობა

LFO - ს დიდი პლიუსი ისაა რომ არ გიწევს რომელიმე პარამეტრის ხელით სწრაფად ტრიალი, ან საოცარი სისწრაფის ავტომაციების ხატვა. ეტყვი რომელი პატარამეტრი მართოს და თვითონ მიხედავს საქმეს.

ებლტონის ეფექტების და ინსტრუმენტების დიდ ნაწილში LFO - ები ჩაშენებულია, მაგრამ მათი დიდი მინუსი ისაა რომ ვიზუალურად არ ჩანს რას აკეთებენ, მხოლოდ ისმის. და რადგან დამწყებთათვის ეს ყველაფერი დამაბნეველია, გამოვიყენებ Max For Live - ის LFO - ს.

ლფო ს არჩევა

ესეც შენი მორევი…

ელეფო

მორევისგან განსხვავებით LFO - ს შეუძლია ჰქონდეს მოძრაობის სხვადასხვა ფორმა. (შეიძლება მორევსაც აქვს მოძრაობის სხვა ფორმები მაგრამ მაგდენი არ ვიცი)

ლფოს სხვა ფორმაზე გადართვა

Rate - აკონტროლებს არჩეული ფორმის მოძრაობის სიჩქარეს.

ლფოს სიჩქარის შეცვლა

Depth (რომელსაც უმეტესად Amount - ის სახელით შეხვდები) არის არჩეული ფორმის სიმძლავრე. ანუ აკონტროლებს რამდენად მძლავრად გაიქნიოს ან გამოიქნიოს LFO ზე მიბმული პარამეტრი/პარამეტრები.

ლფოს სიმძლავრის შეცვლა

Rate - ი და Depth - ი არ აგერიოს ერთმანეთში, Rate არის სიჩქარე, Depth არის სიმძლავრე.

მოდი ახლა მაგალითს გაჩვენებ ამ LFO - ს გამოყენებით და შემდეგ ებლტონის სტანდარტულ LFO - ებზე გადავიდეთ.


Max For Live - ის ეს LFO ებლტონის ყველა იმ პარამეტრს შეგიძლია მიაბა (ეფექტები, ინსტრუმენტები, არხის ფეიდერები და ა.შ ) რისი ავტომაციაც შესაძლებელია. 

აწვები Map - ს, და ირჩევ ნებისმიერ პარამეტრს.

სიხშირის ლფოზე მიბმა

ახლა იმდენ ხანს შეგიძლია ცვალო LFO - ს პარამეტრები სანამ არ დაკმაყოფილდები შედეგით. წადი ითამაშე და რომ მოხვალ გავაგრძელებ. 

მაკარტნი
ტიტანიკი

მოხვედი?

გავაგრძელოთ.

ახლა გავიაროთ Auto Pan - ი და თუ ყველაფერს გაიგებ, ჩათვალე რომ LFO - ს ყველა ძირითადი პარამეტრი იცი.


ავიღებ Auto Pan - ს, Amount - ს ავწევ ბოლომდე და Phase - ს დავაყენებ 0 - ზე, რომ უკეთესად გამოჩნდეს ყველაფერი.

სიმძლავრის და ფაზის შეცვლა

Rate - არის სიჩქარე რა სიჩქარითაც LFO დაიწყებს მოძრაობას. Rate შეგიძლია გადმორთო Hz - დან Beat - ზე, რომ პროექტის ტემპთან დასინქრონებული მოძრაობები მიიღო. 

რეითის შეცვლა

LFO Waveform - ში შეგიძლია აირჩიო ფორმა რა ფორმითაც LFO იმოძრავებს. (Sine Wave - ის არჩევის შემთხვევაში LFO მოძრაობს გლუვად. Saw Wave - ის არჩევის შემთხვევაში უხეშად და ა.შ )

შეიფის შეცვლა

Shape არის არჩეული ფორმის გაუხეშება/გამოკვეთა.

შეიფის სიმძლავრე

ესენია LFO ს ძირითადი ფუნქციები. ორ მაგალითსაც გაჩვენებ და მოვრჩები.

ავიღებ Auto Filter - ს, გადავატრიალებ LFO / S&H Amount - ის ღილაკს მარჯვნივ, დავწევ Freq - ს, და ავწევ Res (Resonance) - ს.

სიხშირე

თუ ამ ყველაფრის მერე აიღებ რაიმე Loop - ს, და დადებ იმ არხზე სადაც ამ წამს Auto Filter - ი აწვალე, აუცილებლად გაიგებ შედეგს. შედეგის კიდევ უფრო უკეთ გასაგებად გამორთე/ჩართე Auto Filter - ი.

ჩართვა გამორთვა

ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ LFO - ბი, ჩაშენებულია ებლტონის ინსტრუმენტებში, შეგიძლია აირჩიო რომელიმე მათგანი, ამ შემთხვევაში Operator - ს ავიღებ. 

ოპერატორის არჩევა

გადადიხარ LFO სექციაში და რთავ.

ოპერატორის LFO ს ჩართვა

თიშავ ყველაფერს რაც DEST. A - შია რომ LFO - ზე მიბმული Pitch - ის ტანჯვა არ გაიგო

ფიჩის გამორთვა

და Dest. B - ში უდიდესი ჩამონათვალიდან ირჩევ პარამეტრს რომელიც გინდა რომ LFO - ზე მიაბა.

ოპერატორის ლფოს სიმძლავრე

რა თქმა უნდა ამ ჩამონათვალიდან თითოეული მათგანის განხილვას აქ ვერ მოვახერხებ, თუ დეტალურად დაგაინტერესებს მოდი CES - ში და გასწავლით.