De-essing არის მეთოდი რისი საშუალებითაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ სისინა და შიშინა (ს,შ,წ და ა.შ) ბგერების სიმძლავრე, რომელიც ვოკალზე მუშაობისას აუცილებლად გახდება პრობლემა თუ დამუშავების პირველ ეტაპზევე არ მივხედავთ.
ამისათვის ვიყენებთ ეფექტს რომელსაც DeEsser ი ჰქვია.
De Esser - იო… ანუ ს - ები არ გვინდაო და უნდა მოვაშოროთო….
ზოგადად აუდიო სამყაროში მომუშავე ხალხი, ძალიან კარგი ხალხი ვართ, ყველაფერს ვარქმევთ ისეთ სახელს რაც მარტივი მისახვედრია ყველასთვის. (როცა ამ ფრაზას ვწერდი გონებაში ბიოლოგებს ვუყურებდი მოჭუტული თვალებით)
რადგან ებლტონში არ გვაქვს DeEsser ი, შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავაკეთოთ კომპრესორის დახმარებით.
DeEsser ის მუშაობის და გამოყენების პრინციპი არის ასეთი:
პოულობ იმ სიხშირულ მონაკვეთს რომელიც ყურს გჭრის, ამ სიხშირული მონაკვეთის სიმძლავრეს უწესებ ზღვარს, და როცა ამ სიხშირეების სიმძლავრე ასცდება დაწესებულ ზღვარს, DeEsser ი ავტომატურად ჩააგდებს.
ანუ კომპრესორია იმ განსხვავებით რომ მხოლოდ კონკრეტულ სიხშირულ ჯგუფზე ზემოქმედებს.