ამ მოწყობილობის დახმარებით შეძლებ საინტერესო სტერეო ეფექტების მიღებას. იმ სიხშირეებს რასაც დაუწევ მარჯვენა ყურში, აიწევს მარცხენაში და პირიქით.
L Gain - ით უთითებ რა სიმძლავრით აიწევს მონიშნული სიხშირეები მარცხენა ყურში (შესაბამისად რა სიმძლავრით დაიწევს მონიშნული სიხშირეები მარჯვენა ყურში)
L Freq - ით ნიშნავ იმ სიხშირეს, რომელსაც გინდა რომ აუწიო
L Q - ს დახმარებით შეგიძლია მონიშნული სიხშირეების დიაპაზონი გააფართოვო ან შეამცირო
Low Cut - ჭრის დაბალ სიხშირეებს 120 Hz - მდე
R Gain - ით უთითებ რა სიმძლავრით აიწევს მონიშნული სიხშირეები მარჯვენა ყურში (შესაბამისად რა სიმძლავრით დაიწევს მონიშნული სიხშირეები მარცხენა ყურში)
R Freq - ით ნიშნავ იმ სიხშირეს, რომელსაც გინდა რომ აუწიო
R Q - ს დახმარებით შეგიძლია მონიშნული სიხშირეების დიაპაზონი გააფართოვო ან შეამცირო