ამ მოწყობილობის საშუალებით შეძლებ ტრეკში კონკრეტული მონაკვეთის დალუპვას და განუსაზღვრელი დროით გამეორებას.
თითქმის იგივეა რაც Beatmasher - ი Traktor - ში.
გამოგადგება ებლტონით Djing - ის დროს.
თუ გინდა ნახო და გაიგო როგორ მუშაობს ეს ეფექტი, პირველ რიგში ებლტონში უნდა ჩააგდო მუსიკა, მოარგო Bpm -ს და იმავე არხზე, ან Master - ზე აიღო N Beat Repeat.
8 მაკროდან რომელიმეს გააქტიურებისას დაილუპება იმ სიგრძის მონაკვეთი, რომელ მაკროსაც შეეხები.
თუ Midi მოწყობილობა არ გაქვს, შეგიძლია კლავიატურის ↑ და ↓ ღილაკებით ცვალო მაკროების მოძრაობა.
არ აქვს მნიშვნელობა მაკროებს 1 - ზე დააყენებ თუ 127 - ზე. 0 - ზე არის გამორთული, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩართული.
განსხვავება ზედა და ქვედა 4 მაკროს შორის არის ის, რომ ქვედა 4 - ი გარდა იმისა რომ სიგნალს ლუპავს, ასევე უცვლის ტონალობას.