პირველი მიზეზი ისაა რომ მეც და ჩემს გარშემო აბსოლუტურ უმრავლესობას ვიდეო ტუტორიალების ყურების დროს გვეძინება. მეორე მიზეზი კი ისაა რომ YouTube ვიდეოებს სახელი აქვთ გატეხილი იმის გამო რომ ბევრი თვითნასწავლი, რომელმაც სხვა თვითნასწავლი 12 წლის ბავშვისგან ისწავლა, დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის მაყურებელს.
ყველანაირი კონფიგურაციის კომპიუტერით შეგიძლია ებლტონში მუშაობა დაიწყო, მაგრამ თუ ოპტიმალურს ეძებ, კარგი იქნება მინიმუმ 8 GB ოპერატიული მეხსიერება (RAM) და რაც შეიძლება დიდი SSD (ვინჩესტერი). დანარჩენს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
არა... პირიქით საწყის ეტაპზე შეიძლება დაგაბნიოს კიდეც. ერთადერთი MIDI მოწყობილობა რასაც პირველ ეტაპზე რეკომენდაციას გავუწევდი MIDI Keyboard - ებია.
რადგან მიქსინგისას ბევრ დეტალს გააჩნია, ამიტომ სტანდარტული ფასი არ მაქვს განსაზღვრული, მასტერინგი 80 $ (Stem Mastering - ის შემთხვევაში ფასი იცვლება)
არის რაღაცები რასაც უფრო სწრაფად გააკეთებ სხვადასხვა VST Plugin - ით ვიდრე ებლტონში ჩაშენებული ინსტრუმენტებით ან ეფექტებით, მაგრამ პირველ რიგში მაინც ებლტონში არსებული ინსტრუმენტების და ეფექტების საფუძვლიანად სწავლას გირჩევდი.
Pro Tools - ი.